თქვენი ინტერესი “მეტროპოლის 2021” ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია! “METROPOLIS 2021 ქუჩის სინთეზი – ურბანული სწავლება ევროპაში” არის უაღრესად საერთაშორისო ძიებითი პროექტი პარკებსა და ქუჩის კანიონებს შორის ურბანული სწავლების თემაზე. მონაწილეებს აქტიურად, კულტურათა მრავალფეროვნებით შეუძლიათ შეიგრძნონ ქალაქი ვისბადენი ამ უნიკალური ტრანსნაციონალური კოლაბორაციის ფარგლებში.
გამოცდილება, კრეატიულობა, წარმოსახვა, ცნობისმოყვარეობა და მხიარულება გამოთავისუფლდებიან ქალაქის შესწავლისას!
ძველი, ახალი და ტრადიციული მედიის მეშვეობით მონაწილეები მიიღებენ მიიღებენ ახლად თვითგამოხატვის და რეალობასთან კრეატიული ურთიერთობის დამყარების საშუალებას. ექსპერიმენტთა საშუალებები და ქალაქური აქტივობები მრავალფეროვანია, ხასიათის ჩამოყალიბების შესაძლებლობები კი – მარტივი და ეფექტური.
METROPOLIS აერთიანებს აქტიურ ურბანულ ძიებას კემპინგთან. ახალგაზრდებს მთელი ევროპიდან შეეძლებათ თავისი კრეატიულობით შეიცნონ სამყარო მათ მიერ არჩეულ ვორქშოფებში:
- პარკური
- კომიქსები
- ურბანული მებაღეობა
- ქუჩის თეატრი
მეტროპოლისის მიზნებია:
- – შესთავაზოს მონაწილეებს გზა თვითგანვითარებისკენ;
- – დაეხმაროს ახალგაზრდებს ქალაქის სხვა კუთხით დანახვაში და გარემოსთან კრეატიულად შერწყმის ახალი გზების პოვნაში;
- – შექმნას ჭეშმარიტად საერთაშორისო გარემო.
ეს არის ურბანული პროექტი, რომელიც ფოკუსირებულია „გამოჩენისა და უჩინრობის უფლებაზე“ და ურბანული დაპირისპირებების – ტრადიცია და თანამედროვეობა, კულტურა და ბუნება, ინდივიდი და კოლექტივი – ინტეგრაციაზე.
- Erasmus+ -ისა და ჩვენი ჰიგიენური კონცეპციის დახმარებით, მეტროპოლისი იქნება ერთ-ერთი პირველი ხელმისაწვდომი საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი პანდემიის დაწყებიდან.
- პროექტი წარიმართება გერმანიაში, ჰესსენის დედაქალაქ ვისბადენში, 2021 წ. 5-13 ივლისს.
განვთავსდებით მშვენიერ ახალგაზრდულ კემპინგ სივრცეში ბუნების წიაღში– Jugendnaturzeltplatz-ში, რომელიც მშვენიერი რაინის ველსას და ქალაქ ვისბადენს შორის მდებარეობს. ყოველი აუცილებელი ინფრასტრუქტურა წარმოდგენილია, ქალაქის ავტობუსის გაჩერება კი პირდაპირ კემპინგთანაა.
პროექტში მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობები
მონაწილეები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი საერთაშორისო გამოცდილებით. ინგლისურის ღრმა ცოდნა არ წარმოადგენს აუცილებლობას, მთავარია მზად იყოთ კომუნიკაციისათვის. პროექტის მთავარი ენა კი ინგლისურია, მაგრამ ასევე თქვენს მშობლიურ ენაზე წარიმართება ისევე, როგორც სხვა ჯგუფების ენებზე.
კი მაგრამ, თქვენ ამით რას იღებთ?
- ფართო მრავალეროვნული გამოცდილება მთელი ევროპის ქვეყნებიდან ახალგაზრდების გაცნობით
- უნიკალური ქალაქური კემპინგის გამოცდილება, ახალი და ტრადიციული მედია საშუალებების შერწყმით
- ვისბადენსა და მის შემოგარენში ადგილობრივ გერმანულ კულტურასთან შეხება
- ახალი უნარები და კრეატიული ვორქშოფი თქვენს გემოზე
- A Youth Pass: ამ პროექტში გამოცდილების მიღების დამადასტურებელი ევროპული სერტიფიქატი
ჰიგიენური კონცეფცია
პროექტი მხარდაჭერილია მისი საერთაშორისო მიზნების მიღწევისას რისკების შემამცირებელი ჰიგიენური კონცეფციის მიერ. Arco და პარტნიორები ამაზე ერთად მუშაობენ და გამჭვირვალე დაგეგმარებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეებსაც შეაქვთ თავისი წვლილი.
კემპინგი, როგორც გადაჭრის გზა:
მეტროპოლისი კემპინგ-პროექტია, რაც ამცირებს ინფექციის რისკს – მთავარი ფოკუსი სწორედ ღია ცის ქვეშ ჩატარებულ ღონისძიებებზე და ფართო სივრცეების გამოყენებაზე სოციალურად დისტანცირებული აქტივობების ჩატარებისას სრულ ჯგუფთანაც კი, არის მიმართული. ეს ეხმარება სივრცეში ხალხის სიმჭიდროვის შემცირებას იქამდე, რომ პირბადეების გამოყენება არ იქნება სავალდებულო პროექტის მრავალ გარემოებაში.